სარჩევი



1. პრობლემის დასმა:



ილია ჭავჭავაძის მოთხორბა ,,კაცია–ადამიანი?!’’ და თათქარიძეობა – საერთო ქართველური მოვლენა;


Cover.jpg






=

=

2. პრობლემის აღწერა:


საქართველოს ისტორიას ბევრი დიდი მამულიშვილის სახელი ამშვენებს, რომელთაგან მოჩანს მონუმენტური ფიგურა ილია ჭავჭავაძისა, საქართველოს სულიერი და პრაქტიკულ–საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველისა მე–19 საუკუნის ნახევარში. ,,იქნება არც ერთ მსოფლიო გენიოსს არა ჰქონდეს იმოდენა მსოფლიო მნიშვნელობა თავისი ერისთვის, რამდენადც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსთვის’’– ი. გოგებაშვილი.
ილია ჭავჭავაძე იმ დროს მოევლინა საქართველოს, როდესაც ჩვენს ქვეყანას უაღრესად სჭირდებოდა თავგანწირული წინამძღოლი. მან ნახევარი საუკუნის მანძილზე ზიდა ერის თავკაცის ტვირთი, ზიდა, ვიდრე არ დაეცა ქვეყნის საკურთხეველზე, ვიდრე სამსხვრპლოდ არ შეეწირა იმ იდეას, რომელსაც შეგნებულად შეალია თავისი სიცოცხლე.
ისტორიულ–პოლიტიკური ვითარება მე–19 საუკუნის 60–70–იანი წლების საქართველოში: ქართულ ეროვნულ ცონობიერებას ძლიერი დარტყმა მიაყენა მე–19 საუკუნის დამდეგს დიდმა ტრაგედიამ – რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ. რუსეთის კოლონიის პოლიტიკური მიზანი იყო ქართველი კაცის შეგნებიდან ცნებების ,,ქართულისა’’ და ,, საქართველოს ‘’ აღმოფხვრა, ქართული ენის განდევნა და საქართველოს გადაქცევა რუსეთის სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად.
მე–19 საუკუნის დამდეგიდანვე საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობა დაიწყო. მე–19 საუკუნის 60–იანი წლების ეროვნული მოძრაობა კი წარმოადგენდა საუკუნის დამდეგის ეროვნული აჯანყებებისა და 1832 წლის შეთქმულების ლოგიკურ გაგრძელებას. ამ მოძრაობის აღიარებული წინამძღოლი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელსაც გვერდში ედგენენ: დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, აკაკი წერეთელი , იაკობ გოგოებაშვილი და სხვები. ქართულ ისტორიაში მათ ,,თერგდალეულებს'' [1] უწოდებენ.
,,თერგდალეულებმა’’ მიზნად დაისახეს ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძიენება. ამ საქმეში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული ენის დაბრუნებას, განათლებას. ასევე, მიზნად ისახავდნენ წოდებათა შერიგებას – საერთო ნიადაგის შექმნას. მე–19 საუკუნის 60–იანი წლების დამდეგისთვის ქართველი ერი რამდენიმე წოდებად ( თავადები, აზნაურები, სამღვდელოება, გლეხები, ხელოსნობა, ვაჭრები) იყოფოდა. ილია იღვწოდა შელახული ეროვნული ღირსების დაცვისთვის ქართველი ერის ყველა წოდების გაერთიანებას. ეროვნული მოძრაობის საბოლოო მიზანი კი სახელმწოფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.
ზემოთ აღნიშნული სამოციანელების პროგრამის რეალიზების საქმეში თავისი განსაკუთრებული მისია ეკისრებოდა ქართულ მწერლობას. ჩვენი მიზანი არის , რომ განვიხილოთ ამ კუთხით ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, განსაკუთრებით კი მისი მოთხრობა ,,კაცია–ადამინი?!’’.
ილია ჭავჭავაძი მოთხრობა ,, კაცია–ადამიანი?!’’ რეალისტური ნაწარმოებია. რეალიზმი მოითხოვდა ცხოვრების მართალ, შეულამაზებელ ასახვას, ხოლო მეორე მხრივ, არა სინამდვლის ფოტოგრაფული ასლის შექმნას, არამედ მის განზოგადებულ ( ტიპიურ) სახეებში წამორგენას. ილია ჭავჭავაძემ ხელოვნება სარკეს შეადარა : ,,ხეოვნებასაც იმას მოვთხოვთ, რომ სარკესავით ცხოვრება გადმოქვცეს, რათა თავი მის მომხიბლავს კალმით ცხოვლად იყოს წარმომდგარი ჩვენ წინა, რათა სიცრუეც და სიკეთეც ჩვნი დავინახოთ’’ ( საქართვლოს მოამბეზედ) . ე.ი. ილია ჭავჭავძემ მოთხორბა ,,კაცია – ადამიანშიც’’ მიზნად დაისახა წარმოეჩინა ქართველი ხალხის ზოგადი მანკიერი მხარეები, რომლებიც შეულამაზებელი იქნებოდა და ქართველი ხალხის გამოფხიზლებისკენ იქნებოდა მიმართული. ილია ჭავჭავაძე მოთხრობის მთავარი პერსონაჟის – ლურსაბ თათქარიძის – სახით წარმოგვიდგენს ტიპს ( ტიპი არის ზოგადისა და ინდივიდის შერწყმა; ,,ტიპი ყველლასაცა ჰგავს ზოგადად და არც ერთსაცა ცალკე’’) , რომელსაც ტიპურ გარემოში აქცევს.
ილია ჭავჭავძე ლუარსაბ თათქარიძის სახით რომ საერთო ქართველურ მოვლენას გულისხომობდა, თავადაც აღნიშნა მრავალგზის ,, კაცია – ადამიანში?!’’. ის წერს : ,, ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედ ვწერთ’’–ო . თუმცა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ერი სწორედ ლუარსაბისთანა ხორციელი ადამიანებისგან შედგებოდა და არ ცდებოდა, როცა ფიქრობდა, რომ მკითხველთაგან ბევრი იცნობდა საკუთარ თავს ლუარსაბის სახეში და მწერლისათვის არც ლაფის სროლას დაიზარებდა. ილია იმასაც ამბობდა , რომ ლურსაბი მე თვითონ ვარო, მაგრამ ფიქობდა რომ ხალხი ვერ გაიგებდა რას გულისხმობდა რეალურად და შეიძლებოდა კუდიც გამოებათ ამ სიტყვებისთვის. დიდი საქმე დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ილია ამიტომაც თავს ,,გონიერი ანდაზით’’ იმხნევებდა და მოყვარეს პირში ეუბნეოდა სათქმელს, ,,პირფერობა და უკან ძრახვა’’ მისთისაც მიუღებელი იყო დავით გურამიშვილის მსგავსად. ილია თავის ლექსში ,, ჩემო კალამო...’’ წერს:
,, ჩემზედ ამბობენ: ,,ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადია სიძულვილია!’’
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს –
ამ სიძულვილში რაოდენინ სიყარულია!’’













ილია ჭავჭავაძემ ლუარსაბი და მისთანები მწარე სიმართლის წინაშე დააყენა: შენ ცხობრობ რომ სვა და ჭამო , და არა იმისთვის სჭამ და სვამ , რომ იცხოვრო, ე.ი. ეცადო, რომ ვითა მამ ზეცისა , იყო შენც სრული. ესაა მოთხრობის მთავარის სათქმელიც.

3. კითხვის დასმა:
1. იმსჯელეთ, თათქარიძეობაზე, როგორც საერთო ქართველურ მოვლენაზე.

( ა) ისაუბრეთ ტიპიზაციაზე, როგორც მხტვრული სახის შექმნის საშუალებაზე;
ბ) რა კონკრეტული კომპონენტებისგან შედგება თათქარიძეობა?
გ) ,,კაცია–ადამიანში?!’’ გამოკვეთილი რომელი თვისებებია ჩვენში დღემდე აღმოუფხვრელი?
დ) დაწერეთ, თქვენი ხალხის რა უარყოფით თვისებებს ხედავთ საკუთარ თავში?
ე) როგორ შეიძლება დაძლიოს ერმა საკუთარი უარყოფითი თვისებები? )

2. ილია ჭვჭავაძის რომელიმე ნაწარმოებში ხომ არ ვხვდბით ქართველი ერის ზოგად დახასიათებას? თუ კი, განიხილეთ ეს ნაწარმოებიც.

3. ილია ჭავჭავძის რომელ ნაწარმოებში არის წამოდგენილი ქართველის ზოგადი დადებითი მახასიათებლები?
4. მოიძიეთ, ქართველი მწერლების შემოქმედებაში თუ ვხვდებით ქართველი ერის ტიპის შექმნის ფაქტს?

5. მოიყვანეთ მაგალითი იმისა, რამდენად კრიტიკულნი არიან უცხოელი მწერლები და მოაზროვნეები საკუთარი ქვეყნის, ერის შეფასებისას ( მაგალითად, როგორ აფასებს მიხაილ ლერმონტოვი რუსეთს? რას ამბობს საკუთარი თანამემამულეების, ესპანელების შესახებ მიგელ დე უნამონო, ხოსე ორტეგა ი გასეტი? რას წერს თომას მანი გერმანელების შესახებ? თქვნი აზრით, რა ემოციებს , გრძნობებს გამოხატავს აღნიშნული უცხოელი მწელებისა და მოაზორვნეების გამოთქმები საკუთარ ქვეყანაზე? )







4. რესურსები




























































































სატელევიზიო დადგმა ,,კაცია-ადამიანი?!''

ილია ჭავჭავაძე - ბიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსები


აკაკი ბაქრაძე


ელექტრონული რესურსები ბიბლიოთეკიდან

თერგდალეულები



ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია,
ქართველი მწერლები სკოლაში - ტ.3,
ნინო ნაკუდაშვილი ,, ლიტერატურული მიმდინარეობები’’
აბაშიძე კიტა ,,ეტიუდები მე–19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან'' , თბ. 1962;
ბაქრაძე აკაკი, ილია და აკაკი , თბ.. 1992.
ნინიძე მარიამ , ,,მადლის წყარო’’ თბ., 1997.
ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ1 , თბ 1987, ჯალიაშვილი მაია, სიცოცხლის საიდუმლო, თბ 2006,



5. პროექტის წარდგენის ვადები და ფორმატი:

  • პროექტზე მუშაობა: წყვეილებში
  • თემის სტრუქტურა :
მონაწილეები
თემის სახელწოდება
შესავალი ნაწილი ( თემის აღწერა, ანოტაცია)
თემის აქტუალობა
ძირითადი საკითხების განხილვა , ანალიზი და არგუმენტირება
დასკვენები
რეკომენდაციები
  • ნამუშევარს დართული უნდა ჰქონდეს თვითშეფასბის კითხვარი
  • პროექტის მონახაზის გადმოგზავნა და კონსულტაცია : 20 ივნისი
  • ნამუშევრის პრეზენტაციის ბოლო ვადა: 25 ივნისი, 12:30სთ












6. შეფასების კითხვარი


კრიტერიუმები
ქულა
დავალება მოთხოვნას სრულად პასუხობს
0-1-2
ნაშრომი ორგანიზებულია და მონაკვეთებს შორის დაცულია ლოგიკური კავშირი
0-1-2
მსჯელობა ამამწურავია და აგუმენტირებული
ნაშრომში მკაფიოდ გამოვლენილია მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
0-1-2
წერს და საუბრობს მე–10 კლასისთვის შესაფერისი გრამატიკული–ლექსიკური
მოთხოვნის შესაბამისად;
0-1-2
აუდიტორიას მიმართავს თავდაჯერებულად, ამყარებს აუდიტორიასთან თვალით
კონტაქტს,
ჟესტ- მიმიკა არის ზომიერი, ჩაცმულობა;
იყენებს ვიზულაურ მასალას
იცავს დროის ლიმიტს
0-1-2
Subject Author Replies Views Last Message
No Comments



  1. ^ http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&sf=simple&qs[0][f]=700&qs[0][q]=&qs[1][f]=200&qs[1][q]=თერგდალეულ